пятница, 2 октября 2015 г.

მთავარი


მასწავლებლის ათი მცნება


გაბრიელა მისტრალი (ნამდვილი სახელი ლუისა მარია დელ პერპეტუო სოკორო გოდოი ალკაიაგა) ცნობილი ჩილელი პოეტი, პედაგოგი, დიპლომატი, ქალთა უფლებების დამცველი და ნობელის პრემიის ლაურეატი გახლდათ. ეს მცნებები მან თავისი კოლეგებისთვის - მასწავლებლებისთვის შექმნა და ის დიდად პოპულარულია მსოფლიოში.
 დროა, მათ ქართველი პედაგოგებიც გაეცნონ.

1. გიყვარდეს მთელი სულითა და გულით, თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.

2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.

3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.

4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.

5. იყავი გულანთებული. ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში. 

6. სული შთაბერე გაკვეთილს. ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით.

7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე. რომ გასცე, უნდა გქონდეს.

8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა. 

9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.

10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.